ბაზის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბაზის ოპერატორის პოზიციაზე


ფუნქცია/მოვალეობები:

  • პარტნიორი კომპანიებისგან საქონლის შესყიდვის, უკან დაბრუნების და გადაადგილებების ოპერაციების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია ხარვეზის გამოსწორების მიზნით;
  • ყოველდღიური რეპორტის მომზადება და წარდგენა შესასყიდი და უკან დაბრუნების ზედნადებებთან დაკავშირებით;
  • შესასყიდი საბუთების დროულად მომზადება;
  • შესყიდულ ზედნადებს და RS.ge შორის სხვაობის გადამოწმება/ დროულად კორექტირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება.


მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასაურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია აპექსის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს.


თანახმა ვარჩემი მონაცემები შეინახოს და დაამუშავოს შპს ,,გვირილა რითეილმა“ მიმდინარე ან მომავალ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის მიზნით.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება