ინგლისური ენის მასწავლებელი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება: სკოლის მასწავლებელი, უცხო ენების სპეციალისტი

ნიკო ბაგრატიონის სკოლა-ლიცეუმი ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.


კვალიფიკაცია:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება.


უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nikobagrationi@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება