მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. 
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები. 
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით. 
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ)
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • მჭიდრო კომუნიკაცია სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბასთან;
  • სოციალური მედია არხ(ებ)ის განვითარების მიმართულებით იდეების გენერირება და ჩართულობა კრეატიული კამპანიების დაგეგმვაში;
  • სოციალურ მედია არხებზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია (კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი, გადამისამართება შესაბამის ფილიალებთან);
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში/პროექტებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
  • ვიზუალური მასალების (პოსტერი, ბანერი, ვიდეო და ა.შ) მომზადებაში ჩართულობა და საჭიროებისამებრ დიზაინერებთან კომუნიკაცია;
  • სოციალური ქსელებისთვის კრეატიული და ექსკლუზიური ტექსტების, კონტენტის შექმნა;
  • გამზადებული დიზაინების და ტექსტების განთავსება კომპანიის ვებ-გვერდზე;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მარკეტინგის ან კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, არასავალდებულო)
  • Meta / LinkedIn/ Google Business გვერდების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტების ცოდნა (სასურველია)
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) სასურველია

პიროვნული თვისებები:
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. 
კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024  წლის 26 მაისამდე ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!