მარკეტინგის კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.
ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  
 
GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბაზრის კვლევა პრომო მასალების წარმოებისთვის: სტამბები, ფოტო და ვიდეო გადამღები სტუდიები, გარე რეკლამის, კრეატიული სააგენტოები და ა.შ. 
  • მარკეტინგული აქტივობების, PR ღონისძიებებისა და შეხვედრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა.  
  • მარკეტინგული აქტივობების, მათ შორის, ფოტო და ვიდეო გადაღებების ორგანიზება 
  • მარკეტინგული ღონისძიებების კოორდინაცია, მაღაზიის მენეჯერებთან კომუნიკაცია, პრომო მასალების შეკვეთების ორგანიზება 
  • დიზაინერთან თანამშრომლობა პრომო მასალების შესაქმნელად  
  • ყოველკვირეული აქციების ფარგლებში კომუნიკაცია მაღაზიის მენეჯერებთან 
  • რეგულარული ვიზიტების დაგეგმვა მაღაზიებში  და მიმდინარე მარკეტინგული პროექტების მონიტორინგი 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება  მარკეტინგის მიმართულებით  
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში  
  • ინგლისური ენის ცოდნა 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით PP პრეზენტაციების მომზადება) 
 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი) 
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე 
 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე,  შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge  სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ „ შპს სილქ გასტრონომი „ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 
 
გისურვებთ წარმატებებს!