„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოებას ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax
„ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
- ცოდნახარისხის სტანდარტების მიმართულებით;
- განათლება: საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით ;
- გამოცდილება: მსგავს სფეროში და თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენა - B2 დონე;
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიაში პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებულ უბნებზე კონტროლის წერტილების, მექანიზმების და კონტროლის სპეციფიკების სწორი განსაზღვრა და გაუმჯობესება
- გადახრებისა და შეუსაბამობების დროული აღმოჩენა და მათ შესახებ ინფორმაციის შესაბამის პირებთან მიწოდება
- ხარისხის კონტროლის დამხმარე როლების კოორდინაცია და მათგან ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა
- წარმოების პროცესში იმ მნიშვენლოვანი უბნების და წერტილების განსაზღვრა, რომელიც საჭიროებს კონტროლს (შესაძლებელია უკვე იდენტიფიცირებული კრიტიკული წერტილებიდან გამომდინარე ან ჩატარებული ინდივიდუალური კვლევების საფუძველზე)
- განსაზღვრულ უბნებზე კონტროლის დაგეგმვა - კონტროლის პერიოდულობის, ეტაპისა (წინასწარი, მიმდინარე, შემდგომი კონტროლი) და მექანიზმის (მაგ:;რეპორტინგი, კამერები, უშუალო - მიმდინარე კონტროლი და ა.შ.)
- კონტროლის სამოქმედო გეგმების შედგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან შეთანხმება
- გადახრებისა და შეუსაბამობების ზღვრები განსაზღვრა (შესაბამისი პირების ჩართულობთ) და მათი მუდმივი კონტროლის უზრუნველყოფა
- განსაზღვრული წერტილებისან და უბნებიდან შესაბამისი ზღვრების გათვალისწინებით რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე შედეგებზე მუდმივი მიმდინარე ინფორმაციის ქონა
- იდენტიფიცირებულ შეუსაბამობებზე ინფორმაციის შესაბამისი პირებისთვის დროულად მიწოდება და რეაგირების ინიცირება
- ხარიხის კონტროლის დამხმარე როლებში შესაბამისი ფუნქციების გადანაწილება მათი კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად შესაბამის საკონტროლო უბნებში
- კონტროლის შედეგების გადახრების ნორმებთან და სტანდარტებთან შედარება, ანალიზი და კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება
- თითოეული წერტილიდან შესაბამისი როლისგან მუდმივი რეპორტების მიღება და მათი ანალიზი
დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
- ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ადგილმდებარეობა: ზემო ფონიჭალა;
- სამუშაო გრაფიკი: 9:30-17:30, ორშ-პარ;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი“ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.