რეგიონალური მონიტორინგი

ქუთაისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური  მონიტორინგის პოზიციაზე:


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • ქსელის მაღაზიების ვიზიტი და არსებული სიტუაციის მონიტორინგი;
  • პროდუქციის რაოდენობისა  და ნაშთების კონტროლი;
  • პროგრამული მუშაობის კონტროლი;
  • პროდუქციის ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • პრობლემების იდენტიფიცირება;
  • დარღვევების რეესტრის წარმოება;
  • გამოვლენილი პრობლემების ან დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება, წარდგენა;


მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია  Apex-პროგრამის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალერებზე ორიენტირებულობა;


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • ადგილმდებარეობა: ქუთაისი
,,თანახმა ვარ, ჩემი მონაცემები შეინახოს და დაამუშავოს შპს ,,გვირილა რითეილმამიმდინარე ან მომავალ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის მიზნით;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.