ლეგალ წარმოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პაბ ინვესტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
პაბ ინვესტი საფინანსო ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბანკო, მიკროსაფინანსო პორტფელების მართვა. 
კომპანია ორიენტირებულია განვითარებასა და სტაბილურობაზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ფილიალების რაოდენობის ზრდაში. ასევე მზარდია კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი, რომელთაც მუდმივად აქვთ საშუალება განვითარდნენ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. დღეის მდგომარეობით, პაბ ინვესტი აერთიანებს 12 ფილიალს საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში. 
პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას ლეგალ წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. 
 
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება : 
  • ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული  ხელფასი + ბონუსი.  
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • აღსრულების ეტაპზე არსებული საქმის წარმოება, კომუნიკაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან, საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები; 
  • დებიტორებთან (მომხმარებელტან) ურთიერთობა/კომუნიკაცია და გადახდების კონტროლი; 
  • პორტფელის სისტემური მონიტორინგი, მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel). 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი; 
  • დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა. 
 
გთავაზობთ: 
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას; 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს -გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. 
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. 
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.