მონაცემთა მოკვლევისა და ანალიზის განყოფილების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მოკვლევისა და ანალიზის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე შესაბამისობის დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:
  • ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება/გადაფასება, სკრინინგი, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • კლიენტის ან ერთჯერადი გარიგების დამდები პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
  • კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
  • საქართველოს ეროვნული ბანკიდან და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/კორესპონდენციის აღრიცხვა/დამუშავება;
  • მარეგულირებელი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესწავლა და რეაგირება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და რეაგირება;
  • საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული შეზღუდვების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/საფინანსო სფეროში, AML/CFT-ის მიმართულებით
  • საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (საკორესპონდენტო ბანკებთან) ურთიერთობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება
  • AML/CFT რეგულაციებისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office (Excel, PowerPoint)
  • ენები: ქართული, ინგლისური
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • დიდი მოცულობის ინფორმაციის შეზღუდულ დროში დამუშავების და გაანალიზების უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • გუნდურობა

სასურველი:
  • ACAMS სერტიფიკატები
  • ანგარიშგების (რეპორტის) შედგენის ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
2024 წლის 24 მაისამდე.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.