ავტო-დათვალიერების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო-დათვალიერების სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ავტომობილის დათვალიერება და შეფასება მისი მდგომარეობის, ასაკის, კომპლექტაციისა და გარბენის გათვალისწინებით; ფოტოების გადაღება;
  • ძარის დათვალიერება მასზე აშკარა და ფარული დაზიანებების აღმოჩენის მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი;
  • მჭიდრო ურთიერთობა სესხის კოორდინატორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობა.

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-დათვალიერების სპეციალისტი".