სპორტ კომპლექს გიმნაზიას ესაჭიროება ტექნიკური მენეჯერი.
ფუნქცია მოვალეობები:
- ლოკაციების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომების მიღება, მათ შორის მსუბუქი და საშუალო ხასიათის სამუშაოების საკუთარი ძალებით ჩატარება; **საკუთარი ძალებით შეკეთების შესაძლებლობის არ ქონის შემთხვევაში, კომპეტენტური პიროვნების მოძიება, შეკეთების, სამონტაჟო, სარემონტო და სხვა სამუშაოების შეკეთების პროცესზე ყურადღების მიქცევა, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მიღება;
- მწყობრიდან გამოსული დანადგარების შეკეთების დაგეგმვა, ექსპლუატაციის წესების დაცვით;
- სერვის ცენტრებში გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელება;
- გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების პირების ინფორმირება დაუყოვნებლივ;
- მოწყობილობების მოვლის პროცესის მართვა და კონტროლი;
- კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
- მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
- მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია, ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზებულობა;
- კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინიციატივის უნარი.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია თანხა დაკორექტირდეს)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: tiko.altunashvili@gymnasia.com გთხოვთ, აღწერის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!