მართვის სისტემების ხელმძღვანელი

შუახევის მუნიციპალიტეტი სრული განაკვეთი აჭარისწყალი ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 4000
ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება სამშენებლო, უძრავი ქონება: ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობა
,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ არის ერთ-ერთი წამყვანი ენერგოკომპანია საქართველოში, რომელიც მართავს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესესბის კასკადს. კომპანიის ენერგო ობიექტები მდებარეობს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" მფლობელები არიან ნორვეგიული  Clean Energy Invest AS  და ინდური  Tata Power .
შუახევის ჰესების კასკადი ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი 
ჩვენს კომპანიაში მუშაობა, ეს არის მულტიკულტურულ, მრავალფეროვან, პატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებულ გუნდთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობლობა ეძლევა მაქსიმალრად გამოავლინოს უნარები, ქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და გაიღრმავოს ცოდნა მისი საქმიანობისა და ინტერესების შესაბამისად. 
ჩვენ, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. 

ჩვენი კომპანიის უპირატესობები:
  • ჯამრთელობის დაზღვევის დაფინანსება 100% 
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტით მომსახურება
  • კვებით უზრუნველყოფა

სამუშაო: სრული განაკვეთი
ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: 4000 ლარი

 შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია ‘’ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მართვის სისტემების ხელმძღვანელი

ძირითადი მოვალეობები
  • ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების  დაგეგმვა
  • ჰესის  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ყველა შესაძლო ნაკლის თავიდან აცილება.
  • პრევენციული ტექნიკური მომსახურების შესაბამისობის გათვალისწინება, ძირითადი O/H დაგეგმარება და აღსრულება.
  • ელექტროსადგურზე სხვადასხვა დანადგარების ხელსაწყოების. სენსორებისა და კონტროლის მოწყობილობების მომსახურება და შესაძლო პრობლემების აღმოფხვრა.
  • ინსტრუმენტების კლასიფიცირების/სტანდარტიზაციის გეგმის შემუშავება და გეგმის დაცვა.
  • მწყობრიდან გამოსვლების მოგვარება და საგანგებო სიტუაციების მართვა.
  • ყველა პროცესის პროგრამული უზრუნველყოფის სარეზერვო ასლების გაკეთება და რეგულარულად უსაფრთხოდ 2 სხვადასხვა ადგილას შენახვა.
  • საიმედოობის მენეჯმენტი, მდგომარეობაზე დაფუძნებული მონიტორინგი, RLA.
  • დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი.
  • სათადარიგო ნაწილების მართვა. საჭირო სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მანქანა-დანადგარების გათიშვის დროის შესამცირებლად.
  • სისტემის გათიშვის ანალიზის მომზადება და წარდგენა და RCA აღჭურვილობის გათიშვის ან სისტემური პრობლემის შემთხვევაში.
  • საკონტორლო სისტემისა და ხელსაწყოების ნორმატიული, შიდა და გარე შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • CAPEX სქემების მომზადება, დაგეგმვა და აღსრულება.
  • უსაფრთხოების მართვა.
  • მოწყობილობების მოძველების ზემოქმედების მართვა.
  • კაპიტალური გაუმჯობესების პროექტები.
  • რუტინული და პრევენციული ტექნიკური მომსახურების განხორციელება მეტეოროლოგიურ სადგურებზე.
  • რუტინული და პრევენციული ტექნიკური მომსახურების განხორციელება გვირაბის წნევის მონიტორინგის სადგურებზე.
  • ყველა ტექნიკური და კომერციული ჩანაწერის განახლების უზრუნველყოფა.
  • ელექტრო ტექნიკური მომსახურების და ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით გარე სააგენტოებისათვის მათი თხოვნის შესაბამისად პასუხის დროულად მომზადება და წარდგენა (სსე, სემეკი, ელქტროენერგეტიკული ბაზრის პერატორი, სახელმწიფო ორგანოები).
  • ფიქსირებული აქტივების ინვენტარიზაციის განხორციელება და განახლება ელექტროტექნიკური მომსახურების და ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების სამსახურებისთვის.
  • საგანგებო სიტუაციების მართვა და სისტემის ნორმალიზება  მაქსიმალურად მოკლე დროში.
  • სისტემის შემუშავება კიბერუსაფრთხოებისთვის  და გეგმის განხორციელება.
  • O&M  (ოპერაციებისა და ტექნიკური მომსახურების) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული კომპიუტიზირებული ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის პროგრამის გაძღოლა და სისტემის სრულად გამოყენების უზრუნველყოფა. 
  • შესრულების თაობაზე დეპარტამენტებიდან მოწოდებული სისტემის ანგარიშების მიხედვით დროდადრო მართვის მეთოდის განახლება.
  • დამსაქმებლის გონივრული  მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელ ლოკაციებზე გამგზავრება.

კრიტერიუმები
  • სასურველია ჰიდროელექტროსადგურის/თბოელექტროსადგურის ოპერირების 8-დან 12 წლამდე გამოცდილება.
  • უნდა ჰქონდეს კარგი ანალიტიკური, პიროვნული და კომუნიკაციის უნარები.
  • უნდა ჰქონდეს სამუშაო ცოდნა MS Word, Excel, Power Point.
  • საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები)

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი  შემდეგ მისამართზე:  lela.meskhidze@agl.com.ge გთხოვთ მიუთითოთ სამუშაოს დასახელება