სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს დროებით ვაკანსიას ოპერაციების აღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- სამედიცინო კონტრაქტის რეგისტრაცია;
- სამეციდინო კონტრაქტში ცვლილებების განხორციელება;
- სადაზღვევო პროგრამაში პოლისების აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების გადამოწმება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერაციების აღრიცხვის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 მაისი
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/