ზარალების რეგულირების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ზარალების რეგულირების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზრაურება: 1500 (NET)

მოვალეობები:
  • სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გასვლა (ან დისტანციურად დარეგულირება);
  • სადაზღვევო შემთხვევის დეტალების და გარემოებების შესწავლა შემთხვევის ადგილზე (ან დისტანციურად ფოტო/ვიდეო მასალაზე დაყრდნობით);
  • შემთხვევის ადგილზე ან დისტანციურად მიმდინარე პროცესის სრულად, დროულად და ეფექტიანად წარმართვა;
  • სადაზღვევო შემთხვევაში მონაწილე პირებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • ზარალის დარეგულირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება და მომზადება;
  • საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და კომპანიაში არსებული მონაცემების შესწავლა;
  • ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა;
  • ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება და მომხმარებლის დეტალური ინფორმირება მიზეზების შესახებ;
  • დოკუმენტაციის შესწავლის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზარალების ადმინისტრირების პროცედურის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესის სრულად, დროულად და ეფექტიანად წარმართვა.
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა;
  • MS Excel პროგრამის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@euroins.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.