შპს "დასაქმების სააგენტო ეიჩარი" უზრუნველყოფს კონფიდენციალობას ყველასათვის, ვინც იყენებს cv.ge ვებ-გვერდს.
რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?
HRRA აგროვებს პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ, რათა გადეხმაროთ რეკრუტირების
პროცესში. ეს ინფორმაციას შეიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ვინაობა,
მისამართი, ელ-ფოსტა, სამუშაო და განათლების ისტორია, თქვენი პასუხები კითხვებზე
და იმ შეფასების შედეგები, რომელიც ხორციელდება ამ ვებ-გვერდის მეშვეობით. ჩვენ
ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას ერთობლიობაში, რათა უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას
ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებზე როგორც ჯგუფზე, მაგრამ რომელიც არ შეიცავს
პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.
რატომ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას?
ჩვენ ვიყენებთ პირად ინფორმაციას რეკრუტირების პროცესის ხელშეწყობის
საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ შეგროვებული
ინფორმაცია მთლიანობაში, რათა შეგვექმნას ნათელი წარმოდგენა მომხმარებლებზე
როგორც ჯგუფზე და შესაბამისად უზრუნველვყოთ უკეთესი მომსახურების მიწოდება.
რატომ ვაგროვებთ და ვიყენებთ კონფიდენციალურ პირად ინფორმაციას?
ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ კონფიდენციალურ პირად ინფორმაციას მხოლოდ იმისათვის,
რომ დავრწმუნდეთ, რომ ვაკმაყოფილებთ კანონის მოთხოვნებს; მაგალითად,
კანონმდებლობით განსაზღვრული თანაბარი ხელმისაწვდომობა. ჩვენი ვებ-გვერდის
გამოყენებითა და თქვენი მონაცემების დარეგისტრირებით, თქვენ ეთანხმებით
მოწოდებული კონფიდენციალური პირადი ინფორმაციის ჩვენ მიერ შეგროვებას და შემდგომ
ამ მონაცემების სავარაუდო დამსაქმებლებისა და კლიენტებისათვის გაცნობას
რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით.
ვაწვდით თუ არა მონაცემებს მესამე მხარეს?
აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია მეამე მხარეს,
მომავალ ან სავარაუდო დამსაქმებელს ან დამკვეთს, რაც დაგვეხმარება ინფორმაციის
დამუშავებაში რეკრუტირების მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შეიძლება
მივაწოდოთ საერთო მონაცემები შერჩეულ მესამე მხარეს, თუმცა არ ვამხელთ ვინაობას
ან ნებისმიერ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი პირადი
ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევაში თქვენ გეცნობებათ
იმ ელ-ფოსტის მეშვეობით, რითაც დარეგისტრირებული ბრძანდებით ჩვენ ვებ-გვერდზე.
როგორ არის დაცული ინფორმაცია?
თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. თქვენს
მონაცემებთან ხელი მიუწვდებათ მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს და მესამე მხარეს,
რომელიც გვეხმარება მონაცემების დამუშავებაში და მომავალ დამსაქმებლებსა თუ
კლიენტებს, რეკრუტირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
როგორ შეგატყობინებთ თუ ჩვენი პირობები შეიცლება?
ნებისმიერი პირობის შეცვლა, საქმიანობიდან გამომდინარე თუ მომავალი საკანონმდებლო
ცვლილებების გამო, განთავსებული იქნება ამ გვერდზე და მისი მნიშვნელობიდან
გამომდინარე შეიძლება დაიგზავნოს შეტყობინების სახით ელ-ფოსტის მეშვეობით.
რა არის „ქუქი“ ჩანაწერი და რატომ ვიყენებთ მას?
„ქუქი“ ჩანაწერი წარმოადგენს მცირე ზომის პირადი ინფორმაციის ჩაწერის
საშუალებას. ჩვენ ვიყენებთ „ქუქი“ ჩანაწერს რათა დავიმახსოვროთ
თქვენი მომხმარებლის სახელი (user name) პროფილში შესვლისთვის და
„რჩეულში“ მონიშნული განცხადებები და იგი უზრუნველყობს ჩვენ ვებ-გვერდთან ადვილ წვდომას და ნავიგაციას.
თუ თქვენი კომპიუტერი საზიაროდ სხვის
მიერაც გამოიყენება, ჩვენი გირჩევთ
არ მონიშნოთ
„დამიმახსოვრე“ და აირჩიოთ „რჩეული“ ვაკანსიები, როდესაც შედიხართ ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს
ანგარიშზე. ეს წაშლის ყველა მონაცემს „ქუქი“ ჩანაწერიდან. თუ გსურთ
შეიტყოთ
მეტი „ქუქი“ ჩანაწერის შესახებ
გთხოვთ გამოიყენოთ ლინკი.
მესამე მხარის სარეკლამო კომპანიები იყენებენ სარეკლამო ბანერებს როდესაც თქვენ
ათვალიერებთ ვებ-გვერდს. ეს კომპანიები არ იყენებენ ინფორმაციას თქვენ მიერ
cv.ge ვებ-გვერდის დათვალიერების შესახებ.
როგორ არის შესაძლებელი თქვენი პერსონალური და სხვა მონაცემების ბაზიდან წაშლა?
HRRA ათავსებს, ინახავს და დასაქმების მიზნის მისაღწევად გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს
და სხვა ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში თქვენ მიერ ვებ-გვერდის რეგისტრირებულ პროფილში უკანასკნელად
შესვლიდან (log-in) 36 კალენდარული თვის განმავლობაში. აღნიშნული 36 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ
თქვენი პროფილი გადავა არააქტიურ მდგომარეობაში და ის არ იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე, თუმცა მონაცემები
არ წაიშლება, ხოლო მომდევნო 1 წლის განმავლობაში თქვენ დროდადრო მიიღებთ თქვენი პროფილის გააქტიურების
შესახებ შეტყობინებებს. იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული 1 წლიანი ვადის განმავლობაში თქვენს პროფილში
შესვლა არ მოხდება, ეს პროფილი და თქვენთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია cv.ge ვებ-გვერდის მონაცემთა
ბაზიდან წაიშლება.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ დროს დაბლოკოთ მესამე მხარის მომხმარებლების
მიერ თქვენს პირად მონაცემებთან ხელმისაწვდომობა. ამისათვის საჭიროა მონიშნოთ „ყველასგან
დამალული (პროფილის დეაქტივაცია)“ თქვენი პირადი ანგარიშის „ჩემი პარამეტრები“ პანელზე.
თუ გნებავთ თქვენი პერსონალური და სხვა ინფორმაცია და შესაბამისად პროფილის სამუდამოდ წაშლა
cv.ge ვებ-გვერდიდან, გთხოვთ, გამოაგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@cv.ge,
რა შემთხვევაშიც კომპანია შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში მოახდენს
თქვენი პერსონალური და სხვა ინფორმაციის წაშლას და გააუქმებს პროფილს.
________________________________________
ტერმინთა განმარტება
ერთობლივი დამუშავება - როდესაც ყველა მონაცემი გროვდება და
მუშავდება ერთობლიობაში, რათა ჩვენ მოგვეცეს საშუალება განვიხილოთ ამგვარი
ინფორმაცია დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ ჭრილში და უზრუნველვყოთ უკეთესი
მომსახურება მომავლში.
მონაცემები - ინფორმაცია, რომელიც მუშავდება კომპიუტერული
ტექნიკის მიერ ავტომატურ რეჟიმში ამ მიზნით მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
იწერება ამგვარი მოწყობილობების მეშვეობით, რათა შემდგომ მოხდეს მისი დამუშავება;
იწერება როგორც შესაბამისი ფაილინგ სისტემის ნაწილი, ან იგულისხმება, რომ იგი
უნდა გახდეს შესაბამისი ფაილინგ სისტემის ნაწილი ან წარმოადგენს ხელმისაწვდომი
ჩანაწერის ნაწილს.
პირადი ინფორმაცია - ინფორმაცია, რომელიც ეხება პიროვნებას,
რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ამ მონაცემებიდან, ან ამ და სხვა
ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც გააჩნია ან სავარაუდოდ მომავალში ხელმისაწვდომი
იქნება HRRA-თვის.
კონცეფცია კონფიდენციალობის შესახებ - ეს არის HRRA დოკუმენტი,
რომლიც აღწერს იმ გზებს, რითაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლების
კონფიდენციალობის დაცვას.
რეკრუტირების პროცესი - სამუშაოს მიღებისა და ახალი
თანამშრომლების რეკრუტირების პროცესი და მიმდინარე ადმინისტრატიული პროცესი,
რომელიც მოქმედებს მას შემდეგ რაც მომხმარებელი იღებს სამუშაოს ან ქირაობს ახალ
თანამშრომლებს.
HRRA - შპს „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“და მისი
შვილობილი კომპანიები.
კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია - პირადი ინფორმაცია,
რომელიც შედგება მონაცემებისაგან კონკრეტული პიროვნების რასობრივი ან ეთნიკური
კუთვნილების შესახებ; პოლიტიკური შეხედულებები; რელიგიური მრწამსი ან სხვა
მსგავსი მრწამსი; სავაჭრო გაერთიანების წევრობა; ფიზიკური თუ გონებრივი
ჯანმრთელობის მდგომარეობა; დანაშაულის ჩადენა ან დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილად
ყოფნა; ნებისმიერი სამართალწარმოება დანაშაულთან მიმართებით.
მესამე მხარე - კომპანიები ან პირები HRRA-ისა და იმ
კომპანიების ჯგუფის გარდა, რომლების არიან დარეგისტრირებული cv.ge
ვებ-გვერდზე.
მომხმარებლები - ადამიანები რომლებიც იყენებენ ჩვენ ვებ-გვერდს და არეგისტრირებენ
მონაცემებს დასაქმების მიზნებიდან გამომდინარე, ან სამუშაოს მისაღებად ან ახალი
კადრების დასაქირავებლად.