ექიმო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის ინტეგრირებული ეკოსისტემის დახმარებით სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. აპლიკაციის გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.