2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ გაიხსნა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.
მანნა ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და დანამატებს. წარმოების პროცესში დაცულია ISO 22000-ისა და HACPP-ის სტანდარტები. კომპანიას ასევე მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარებული „კავკასსერტის“ ბიო პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი და კოშერის სერტიფიკატი.