ჩვენს შესახებ
საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიის - LILOSHOP.GE-ს შექმნის იდეა 2015 წელს დაიბადა. მაშინ კომპანიაში მიზნად ისეთი ონლაინ სივრცის შექმნა დაისახეს, სადაც ათასობით მაღაზიის პროდუქცია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იქნებოდა თავმოყრილი. კომპანიამ დასახულ მიზანს მიაღწია - LILOSHOP.GE დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ონლაინ მაღაზიაა.
საიტზე შესაძლებელია, პრაქტიკულად, ყველანაირი დასახელებისა და ღირებულების პროდუქციის შეძენა, აქ დაგხვდებათ შემდეგი კატეგორიები:
აუზები / აგარაკისთვის
ჭურჭელი
ტექსტილი
სათამაშოები
სახლი, დალაგება, დასუფთავება
ბავშვთა სამყარო
სპორტული ინვენტარი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
საახალწლო პროდუქცია
LILOSHOP.GE - როგორც B2B მომხმარებლების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი
იქიდან გამომდინარე, რომ LILOSHOP.GE-ს „ლილო მოლის“ მეწარმეების დიდ მარაგებთან აქვს წვდომა და ამასთან, ბაზარზე შექმნილი მოთხოვნის საპასუხოდ, პროდუქციის იმპორტსაც ხშირად ახორციელებს, კომპანია თანაბრად საინტერესო და მიმზიდველია როგორც ფიზიკური, ისე - იურიდიული პირებისთვისაც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი B2B მომხმარებლების ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის სტატუსია.
LILOSHOP.GE კომპანიებს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, უსაფრთხო ვაჭრობის შესაძლებლობას, მოქნილ გადახდის სისტემასა და სწრაფ მიწოდების სერვისს სთავაზობს.
LILOSHOP.GE-ს უპირატესობები
პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები, კომპანიის უპირატესობების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. LILOSHOP.GE სრულიად მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე და მხოლოდ მათ კმაყოფილებას ემსახურება. ასევე იქიდან გამომდინარე რომ კომპანია არის ასოცირებული LiloMall_თან ჩვენ ბუნებრივი უპირატესობით ვსარგებლობთ რადგან გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და წვდომა ადგილობრივ ვენდორებთან და მათ პროდუციასთან.
კომპანიაში მოქმედებს დაბრუნების პოლიტიკა და იმ შემთხვევაში, თუკი ნივთი დაზიანებულია, აქვს ქარხნული წუნი, ან არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ ფოტოებს, LILOSHOP.GE მომხმარებლებს პროდუქციის გადაცვლას, ან/და დაბრუნებას და თანხის ანაზღაურებას სთავაზობს.
LILOSHOP.GE-ს მიზანი
ლილო მოლის მეწარმეების პროდუქციის დიგიტალიზაცია და ვაჭრობის გამარტივება მომხამრებლებისთვის.
მომხმარებლებისთვის და ვენდორებისთვის დროის დაზოგვა და B2B ბაზრის დომინანტი მოთამაშის წოდების შენარჩნება ონლაინ სივრცეში.