
დიაგნოსტიკური ცენტრი „სანო“, 2014 წლიან არსებობს, 2016 წლის ნოემბერში კლინიკა ახალ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში გადავიდა,
ცენტრში გარდაბნის მოსახლეობას მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უწევენ დედაქალაქისა და ქვემო ქართლის რეგიონის წამყვანი სპეციალისტები: ოჯახის ექიმები, პედიატრები, კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, დერმატო-ვენეროლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ტრავმატოლოგი, ზოგადი ქირურგი, სტომატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი, ანგიოლოგი, გასტროფიბროსკოპისტი.
ცენტრის ბიო-ქიმიური კლინიკური ლაბორატორია აღჭურვილია HUMAN-ის ფირმის ულტრათანამედროვე გერმანული სამედიცინო აპარატურით და რეაქტივებით, ექოსკოპიურ კაბინეტში გამოყენებულია მოწინავე 4D-ტიპის ექოსკოპი.
სტომატოლოგიური პროცედურებისას გამოიყენება ორალ-კამერიანი მონიტორი. ვიწრო სპეციალიზაციის ექიმები უზრუნველყოფილი არიან მაღალი კლასის სამედიცინო ტექნოლოგიური მოწყობილობებით, დაცულია სტერილიზაციის და დეზინფექციის სტანდარტებით დადგენილი ყველა ნორმა.
კლინიკის თანადამფუძნებელია სოსო კივილაძე.
მენეჯერი-ზურაბ მეტრეველი.