ჩვენ, სააქციო საზოგადოება „ხალხი ხალხისათვის“ (People for People), ვართ უბრალო ადამიანების მიერ შექმნილი კომპანია და ვემსახურებით, ასევე უბრალო ადამიანებს. ჩვენი უპირველესი მიზანია, მთელი საზოგადოების და პლანეტის კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ ისეთი აგრო კულტურების მოყვანა-გაშენება, რომელიც არამხოლოდ კომერციულად მომგებიანია, არამედ მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო კეთილდღეობის საწინდარი და გარანტიაა.