კაფე რესტორნების ქსელი "ბარაქა" 23 წელია ოპერირებს ქუთაისსა და თბილისში. გამოცდილი პერსონალი, უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები, მომსახურების მაღალი ხარისხი. წლების განმავლობაში ნაგროვები გამოცდილება აუცილებელი წინაპირობაა, როგორც უცხოელი სტუმრების ასევე ადგილობრივი მომხმარებლების ნდობისა და კეთილგანწყობის შენარჩუნებისათვის.
დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე მნიშვნელოვან რგოლად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომელთა ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.