შპს „სერვის ნეტ გრუპი“ დაარსდა 2013 წელს და დაარსების დღიდან უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა/მშენებლობას თანმდევი სამუშაოებით.
2013-2015 წლებში მოეწყო 1000 კმ-მდე საჰაერო და მიწისქვეშა მაგისტრალური ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე კომპანია შედგება 1200-ზე მეტი კვალიფიცირებული თანამშრომლისგან.
შ.პ.ს „სერვის ნეტ გრუპი“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 64 ქალაქში 87 ფილიალით.
ჩვენი კომპანია ოპერირებს 200 ერთეულამდე ავტო-ტრანსპორტით და სპეც-ტექნიკით.