ზეარის

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია სახელწოდებით „ზეარის“ - 2012 წელს დაარსდა; თუმცა გზას, რაც ამ დრომდე გავიარეთ, მოსამზადებელი პერიოდი შეიძლება ვუწოდოთ. პერიოდი, როცა ყალიბდებოდა ჩვენი პროდუქტის იდეალური ფორმა და შინაარსი. სამი წელი მოვანდომეთ იმას, რომ შეგვერჩია საუკეთესო კადრები ჩვენი კომპანიისთვის. პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი ისეთი ტრადიციული წარმოების ჩამოყალიბებას შეუდგა, როგორიც არის განსაკუთრებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინისა და ჭაჭის წარმოება. ჩვენ შევაჯამეთ მრავალწლიანი გამოცდილება და თავი მოვუყარეთ ყველა იმ ცოდნას, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა შეგვექმნა ეს უნიკალური პროდუქტი. სიხარულით გვსურს შეგატყობინოთ ისიც, რომ ჩვენი პროდუქტის შექმნაზე, მის უნიკალურობასა და დახვეწილობაზე ფასდაუდებელი შრომა გასწიეს მეცნიერ-ტექნოლოგებმა და პრაქტიკოს-ტექნოლოგებმა.