Oxygen of Democracy (www.oxygen.org.ge) წარმოადგენს ანალიტიკური პროგნოზების სააგენტოს, რომელიც შეიქმნა ორი წარმატებული საერთაშორისო ანალოგი სააგენტოს (www.politifact.com, www.stratfor.com) კომბინაციის საფუძველზე. სააგენტო ასევე, მოიცავს სოციოლოგიური კვლევების სისტემას სხვადასხვა მიმართულებით.
Oxygen of Democracy - ის მიზანია:
- გაანალიზოს და აწარმოოს რაოდენობრივი აღრიცხვა პოლიტიკოსთა მიერ განხორციელებულ აქტივობებზე დაყრდნობით. ასევე, მოახდინოს მათი კლასიფიკაცია და გადაანაწილოს სტატუსები, წინასწარ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე;
- გაუწიოს მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობას;
- ობიექტური მაჩვენებლებით შეაფასოს ექსპერტების კვალიფიციურობა და ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობას.
- შეისწავლოს საქართველოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების სოციალური დინამიკა;
- ხელი შეუწყოს ახალი თაობის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას, მათ შორის, ობიექტურად გამოკვეთილი სხვადასხვა დარგის კვალიფიციური პუბლიცისტებისა და ანალიტიკოსების პოპულარიზაციასა და მათგან სანდო, მაღალკვალიფიციური საექსპერტო ჯგუფის ჩამოყალიბებას.
- პერიოდულად განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ დინამიკაში შინაარსობრივი და სიღრმისეული გარკვევისკენ.
- ითანამშრომლოს ყველა მაღალკვალიფიციურ კვლევით ცენტრებთან, პოლიტიკურ-სოციალურ ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყოს მათ ინოვაციური საზოგადოებისთვის საჭირო იდებიის საჯარო განხილვებსა და პოპულარიზაციაში.
Oxygen of Democracy პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა და ექსპერტთა შეფასების კუთხით იყენებს შემდეგ მეთოდოლოგიას:
პოლიტიკოსთა შეფასების კრიტერიუმები:
- კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელი;
- სანდოობის მეტრი;
- პოზიციათა სტაბილურობის მეტრი.
პოლიტიკურ პარტიათა შეფასების კრიტერიუმები:
- მარგი ქმედების პოტენციალი;
- გავლენის მეტრი;
- დაპირებათა მეტრი.
ექსპერტთა შეფასების კრიტერიუმები:
- კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელი;
- პროგნოზირების ხარისხის მეტრი.