დემოკრატიის ჟანგბადი

logo

ელ. ფოსტა: info@oxygen.org.ge

Oxygen of Democracy (www.oxygen.org.ge) წარმოადგენს ანალიტიკური პროგნოზების სააგენტოს, რომელიც შეიქმნა ორი წარმატებული საერთაშორისო ანალოგი სააგენტოს (www.politifact.com, www.stratfor.com) კომბინაციის საფუძველზე. სააგენტო ასევე, მოიცავს სოციოლოგიური კვლევების სისტემას სხვადასხვა მიმართულებით.
 
Oxygen of Democracy - ის მიზანია:
 
  • გაანალიზოს და აწარმოოს რაოდენობრივი აღრიცხვა პოლიტიკოსთა მიერ განხორციელებულ აქტივობებზე დაყრდნობით. ასევე, მოახდინოს მათი კლასიფიკაცია და გადაანაწილოს სტატუსები, წინასწარ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე;
  • გაუწიოს მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობას;
  • ობიექტური მაჩვენებლებით შეაფასოს ექსპერტების კვალიფიციურობა და ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობას.
  • შეისწავლოს საქართველოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების სოციალური დინამიკა;
  • ხელი შეუწყოს ახალი თაობის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას, მათ შორის, ობიექტურად გამოკვეთილი სხვადასხვა დარგის კვალიფიციური პუბლიცისტებისა და ანალიტიკოსების პოპულარიზაციასა და მათგან სანდო, მაღალკვალიფიციური საექსპერტო ჯგუფის ჩამოყალიბებას.
  • პერიოდულად განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ დინამიკაში შინაარსობრივი და სიღრმისეული გარკვევისკენ.
  • ითანამშრომლოს ყველა მაღალკვალიფიციურ კვლევით ცენტრებთან, პოლიტიკურ-სოციალურ ორგანიზაციებთან და  ხელი შეუწყოს მათ ინოვაციური საზოგადოებისთვის საჭირო იდებიის საჯარო განხილვებსა და პოპულარიზაციაში.
Oxygen of Democracy პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა და ექსპერტთა შეფასების კუთხით იყენებს შემდეგ მეთოდოლოგიას:
 
პოლიტიკოსთა შეფასების კრიტერიუმები:
  • კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელი;
  • სანდოობის მეტრი;
  • პოზიციათა სტაბილურობის მეტრი.
პოლიტიკურ პარტიათა შეფასების კრიტერიუმები:
  • მარგი ქმედების პოტენციალი;
  • გავლენის მეტრი;
  • დაპირებათა მეტრი.
ექსპერტთა შეფასების კრიტერიუმები:
  • კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელი;
  • პროგნოზირების ხარისხის მეტრი.