წლების მანძილზე უამრავი პატრიოტი და პროგრესიული აზროვნების ახალგაზრდა იღწვოდა და ირჯებოდა ქვეყნის, სამოქალაქო საზოგადოების, ზოგადად კაცობრიობისთვის სასიკეთო დოვლათის შექმნისთვის. ესეთი ადამიანების გაერთიანება და მათი დაუღალავი შრომის საფუძველზე მაქსიმალური შედეგის მიღწევა არის ააიპ "ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭო"-ს არსი, და შთაგონება. ჩვენ ღრმად გვწამს რომ უკეთესი მომავალი იქნმება დღეს ერთად, დაუღალავი შრომით და განვითარების შინაგანი მოთხოვნით.
ზოგადსაკაცობრიო კეთილი ზრახვები, საქმეები, მაღალი მორალური და ეთიკური პრინციპები, პატრიოტული სულისკვეთება, შემოქმედებითი ძიება, სწრაფვა განვითარებისკენ და ჰარმონიზაციისკენ, ეს არის ორგანიზაციის მამოძრავებელი მთავარი პრინციპები.
ააიპ "ეკონომიკს და სამართლის საერთაშორისო საბჭო ოფიციალურად დაფუძნდა 2015 წლის 24 აგვისტოს და ის ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის განურჩევლად რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, მრწამსისა, ეკონომიკური თუ სოციალური წარმომავლობისა ვინც მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ზოგადსაკაცობრიო "სიკეთის" შექმნაში და უშუალოდ ხელი შეუწყოს ჩვენი სამშობლოს - "საქართველოს" უკეთესი მომავლის შექმნას