The ELC ( ინგლისური ენის ცენტრი ) დაარსდა 2000 წლის აგვისტოში და დღემდე იგი დიდი წარმატებით მუშაობს როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ კლიენტებთან. ავტორიტეტი, რომლითაც ცენტრი სარგებლობს ინგლისური ენის შემსწავლელებში, ძირითადად განპირობებულია მისი მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობით. ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ეფუძნება კომუნიკაციურ მიდგომას, რომელიც ერწყმის მსმენელის საჭიროებებზე მორგებულ ენის სიღრმისეულ შესწავლას.
პრაქტიკული სწავლების გარდა, ჩვენი პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ ბრიტანეთის საბჭოსა და ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ მასწავლებელთა მოსამზადებელ სხვადასხვა პროგრამებში, რომელთაგან ზოგიერთი მოდული შემუშავებულია ჩვენი მასწავლებლების მიერ და რომელთაც თავადვე უძღვებიან.
ინგლისური ენის ცენტრის მასწავლებლები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით და ფლობენ ინგლისური ენის სწავლების შემდეგ საერთაშორისო სერტიფიკატებს :
- London Chamber of Commerce and Industry Certificates in Teaching of Business English (LCCI CertTEB)
- The British Council Certificates in Teacher Training and in Teaching English for Specific Purposes
- International House (London) Certificates in Teacher Training
- English for Language Teachers Certificates (CEELT II), Cambridge (ESOL)
- Certificates for Teaching English to Adults (CELTA), Cambridge (ESOL)
- Approved speaking examiners for Cambridge (ESOL) English Language exams