Gino Paradise Tbilisi ეს არის პირველი გრანდიოზული აკვაპარკი აღმოსავლეთ ევროპაში.
აქ ერთ სივრცეშია განლაგებული ზამთრის დახურული და ზაფხულის ღია ზონები, დიდი სარელაქსაციო აუზი და ბავშვთა წყლის პარკი ჩანჩქერით. აქვეა რეგიონში ყველაზე მაღალი და სწრაფი 31 მეტრიანი ტოპოგანი 6 სხვადასხვა სასრიალო მილით, რომელიც ვიზიტორს დაუვიწყარ ექსტრემალურ მოგზაურობას სთავაზობს.
ღია არეალში განთავსებულია ტალღოვანი აუზი და ველური მდინარე, ოლიმპიური სტანდარტების 25 მეტრიანი საცურო აუზი, მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულები.
ასევე არეალში განთავსებულია 10-მდე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი ნებისმიერი გემოვნებისთვის, რომელიც უგემრიელეს კერძებს სთავაზობს მომხმარებელს.
Gino Paradise Tbilisi-ის მთავარი ხიბლია Wellness და Spa ცენტრი VIP და Excellent ზონებით. აქ წარმოდგენილია 6 სხვადასხვა სახეობის უნიკალური საუნა: რომაული, ფინური, მცენარეული საუნა „მელიის სორო“, ინფრაწითელი და გამთბარი ქვის სავარძლებით აღჭურვილი ტეპიდარიუმი სრული განტვირთვისთვის.
Wellness დარბაზში განთავსებულია ალექსანდრე მაკედონელისეული 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული სავარძელი და ლუდის ექსტრაქტით გაჯერებული „კასრი-ჯაკუზი“, სადაც რელაქსაციასთან ერთად ცივი ლუდითაც ისიამოვნებს რამდენიმე მეგობარი.
ჩვენს კომპლექსში ასევე განთავსებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი. პროფესიონალთა გუნდი კი ზღაპრულ მასაჟსა და უნიკალურ სპა პროცედურებს სთავაზობს ვიზიტორებს.