თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი" არის არაკომერიციული და დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ვიზუალური ხელოვნების განვითარებას. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: პროფესიონალური გამოფენების ორგანიზება, ორმხრივი გაცვლითი რეზიდენციები, არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის და კვლევითი საქმიანობა.
2014 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ცენტრი საქართველოს მედიცინის ისტორიის მუზეუმში (მედეას მუზეუმი) გააგრძელებს მუშაობას.