თბილისი მედიკ

logo

კომპანია Tbilisi Medic ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის: აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო მოგვეხდინა ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული  პროდუქციის იმპორტი, რაც უპირველესად  გულისხმობს  პროდუქციის  საიმედო ხარისხსა და  მისაღებ ფასს. სწორედ კომპანიის მსგავსი მიდგომა დაედო საფუძვლად ჩვენს სლოგანს - „ხარისხის და ფასის იდეალური თანხვედრა“.

კომპანიას გააჩნია ძლიერი ლოჯისტიკური სამსახური, რომელიც განაპირობებს პროდუქციის უწყვეტობას. პროფესიონალებისგან შემდგარი მეგობრული გუნდი კი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.

სახარჯი მასალის და ინსტრუმენტების დიდი ასორტიმენტის გარდა ჩვენს საწყობში შეგიძლიათ მუდმივად იხილოთ ისეთი აპარატურა და ავეჯი როგორიც არის: პაციენტის დაკვირვების მონიტორები, ელექტროკარდიოგრაფები, ლინეომატები, პულსოქსიმეტრები, სუნთქვის და სანარკოზე აპარატები, ფუნქციონალური საწოლები, ინსტრუმენტების მაგიდები, შირმები, შტატივები, გასასინჯი და საოპერაციო მაგიდები, განათებები და ბევრი სხვა მსგავსი ტიპის პროდუქცია.

ძლიერი საწყობი და მომსახურების ხარისხი ის ძლიერი მხარეებია, რაც განგვასხვავებს ქართულ  ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი კომპანიებისგან. კომპანიაში შესაძლებელია პროდუქციის განვადებით შეძენა, როგორც შიდა ასევე სალიზინგო კომპანიების დახმარებით.

ვიპ

13 დეკ - 11 იან