<p>შ.პ.ს. &quot;წისქვილკომბინატი-თბილისი&quot; ამოქმედდა 2004 წლის აპრილში. წისქვილი მდებარეობს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაინოში , ქიზიყის ქუჩის #24-ში. კომბინატი განლაგებულია 50 000 მ2 კეთილმოწყობილ ტერიორიაზე , ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში , აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილის მე-11 კმ-ზე. წისქვილკომბინატის შემადგენლობაში შედის თანამედროვე , საერთაშორისო სტანდარტისა და მაღალი წარმადობის დაზგა-დანადგარებს მქონე წისქვილი ( 600 ტ. - 24 საათში ) . სადაც მიიღება როგორც უმაღლესი , ასევე პირველი და მეორე ხარისხის ფქვილი. ხორბლის ტერმინალი 65 000 ტ-ზე . ფქვილის საწყობი ( 2000 ტ-ზე ) . სარკინიგზო ჩიხი , 4 ჩამომცლელით და 100 ტონიანი სასწორით . ავტოტრანსპორტიდან ხორბლის ორი ჩამომცლელი . ადმინისტრაციული შენობა . ავტოტრანსპორტის 60 ტონიანი სასწორი . ლაბორატორია . ელექტრო ქვესადგური და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები . საწყობი მაღაზია ფქვილისა და ქატოს საცალო რეალიზაციისათვის . ავტო პარკი 39 ავტოსაშუალებით . მათ შორის : 1. 6 გადამზიდავი 25 -ტონიანი მერსედესის ტიპის ტრაილერი . 2. 4 გადამზიდავი 25 -ტონიანი სკანიას ტიპის ტრაილერი . 3. 20 ერთეული სადისტრიბუციო სხვადასხვა ტვირთამწეობის ისუზუს და მიცუბიშის ტიპის სატვირთო ავტომობილები . წისქვილში დამონტაჟებულია ბოლო თაობის დაზგა-დანადგარები , იგი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებით , მათ შორის მარცვლეულის სარეცხი აგრეგატით , რომელიც საშუალებას გვაძლევს , მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია . წისქვილის ტექნოლოგიური დანადგარები და მთლიანი საწარმოო პროცესი კომპიუტერიზირებულია , რაც უზრუნველყოფს : მექანიკური მოწყობილობების პოგრამულ გაშვება-გაჩერებას . საფქვავი დაზგების დატვირთვის კონტროლს . დანადგარების დაზიანების წინასწარ შეტყობინებას , რაც გამორიცხავს ავარიის შესაძლებლობას . გადასამუშავებელი ხორბლის აღრიცხვას , გადამუშავებული პროდუქციის წინასწარ განსაზღვრას ხარისხის მიხედვით . შ.პ.ს. &quot;წისქვლკომბინატი-თბილისი&quot; თავისი ტექნიკური აღჭურვილობით და სავაჭრო ქსელით საქართველოში არსებულ მსგავს კომბინატებს შორის ერთ-ერთი პირველთაგანია . კომპანიის მენეჯმენტისთვის ხარისხი პირველად კრიტერიუმს წარმოადგენს .</p>