დასახელება: ქოლ ცენტრის უფროსი
მომწოდებელი: შ.პ.ს. „ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“
შ.პ.ს. „ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მომხმარებლების ტაქსით მომსახურება. „ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: ქოლცენტრის უფროსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
ქოლ ცენტრის უფროსი. უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას შ.პ.ს. „ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ მომხმარებლებისათვის.
მთავარი მოვალეობები:
** კლიენტებთან დარეკვა და გასაუბრება სტანდარტების მიხედვით;
** ინფორმაციის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** მენეჯერული მართვის გამოცდილება;
** ძლიერი პიროვნული თვისებები;
** კომუნიკაციის დახვეწილი უნარი;
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** Microsoft (Excell, Word, Access) ის კარგი ცოდნა
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** აქტიური და აკურატული;
** ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად;
** სასიამოვნო ხმის ტემბრი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე info@gig21.ge
საკონტაქტო პირი: ქეთევან ნებიერიძე
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 30 აგვისტო.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.