შ.პ.ს. “G.S.G.”-ის დაარსების თარიღია 2011 წლის 12 ოქტომბერი.
კომპანიის დამფუძნებლებად გვევლინებიან ის საწარმოები და პიროვნებები, რომელთაც უდიდესი და მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვეს მომენტალური გადახდის ტერმინალების, მათი საკომპლექტაციო ნაწილების, ელექტრონული კომპონენტების და აქსესუარების იმპორტში, საგარანტიო და სარემონტო სერვისში.
ჩვენს კომპანიას საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობები აქვს დსთ-ს , ევროპის, აზიისა და ამერიკის ცნობილ მწარმოებელ კომპანიებთან. აქედან გამომდინარე, ადვილად მიგვიწვდება ხელი ყოველგვარ სიახლესა და ტექნიკურ ინოვაციაზე.
ყველაზე მისაღები ფასები , მაღალ ხარისხთან და ფასდაკლების მოქნილ სისტემასთან ერთად მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის კლიენტებთან თანამშრომლობის პირობებს. ინდივიდუალური მიდგომის პოლიტიკით ბევრად ვაიოლებთ კარგი ბიზნეს-ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს პარტნიორთა შორის.