საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. ასოციაცია დიდ როლს თამაშობს საქართველოში წინგნის სექტორის განვითარებაში. საქართველოში რეგისტრირებულ წიგნის გამომცემელთა დაახლოებით 80% ასოციაციის წევრია.