
ელ. ფოსტა: waldorfschule@waldorfschule.ge
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - ა(ა)იპ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც დაარსდა ვალდორფის პედაგოგიკისა და ზოგადი განათლების მიზნების განსახორციელებლად.
დაწესებულების მისიაა:
- ვალდორფის პედაგოგიკის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვა; მოზარდში ინდივიდუალური უნარ-შესაძლებლობების გამოღვიძება და მისი თავისუფალ პიროვნებად აღზრდა;
- მოსწავლისათვის სამყაროსადმი ინტერესისა და სიყვარულის, ეროვნული და მსოფლიო კულტურებისადმი ტოლერანტობის გაღვივება;
- მოსწავლისათვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი, პრაქტიკული, სოციალური უნარ-ჩვევებისა და ესთეტიკურობის განვითარება;
- მოსწავლისათვის შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება.