სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელზე მეტია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის ქსელის ნაწილია.
FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ორგანიზაციას 30 წლიანი გამოცდილება და 10000-ზე მეტი თანამშრომლით ჰყავს. ფინკას ორმაგი სარგებელი მოაქვს, რაც გამოიხატება სოციალური კეთილდღეობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.
სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. სს ფინკა ბანკი საქართველო თავის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან ერთად ორიენტირებულია კლიენტებს მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს.