საგანმანათლებლო ცენტრი გერგე*

logo

სასწავლო ტრეინინგ ცენტრი ”გერგე” -ს მიზანია –ახალი თანამედროვე ხარისხის სტანდარტით მომზადება, იმისათვის რომ ,ჩვენმა თითოეულმა მსმენელმა შეძლოს ადგილის დამკვიდრება მუდმივად ცვალებად საქმიან გარემოში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ; მოამზადოს აბიტურიენტები, სტუდენტები და ნებისმიერი მსურველი გადამზადების თვალსაზრისით.

ცენტრის დაფუძნებიდან დღემდე გადამზადება გაიარა 2000 ადამიანმა, აქედან სტატისტიკური მონაცემებით დასაქმდა 40% .ჩვენთან დარეგისტრირებულ მსმენელთა უმრავლესობა აბიტურიენტია ან სტუდენტია, თუმცა ბევრია უმაღლესი განათლების მქონე პირებიც. ამიტომ კურსდამთავრებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდე მერყეობს.

სასწავლო ტრეინინგ ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. სასცავლო პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებსა და აუდიო-ვიდეო მასალის მოსმენაზე. სასწავლო ცენტრი ყველა პირობას უქმნის მსმენელს თანამედროვე და მაღალი კვალიფიკაციის განათლების მისაღებად.


ცენტრმა განიცადა წინსვლა დაიხვეწა სწავლების მეთოდიკა განახლდა ტექნიკური ბაზა, მოხდა კადრების განახლება და გადამზადება რამაც მოგცა ქსელის გაფართოებისა და რეგიონულ პროექტებზე მუსაობის საშუალება.


ტრეინინგ-კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი .ცენტრი უზრუნველყოფს მსმენელთა გაგზავნას სხვადასხვა კომპანიებში პრაქტიკაზე, რაც მსმენელებს ეხმარება მიღებული თეორიული ცოდნის გამყარებაში. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში კი მსმენელი საქმდება. სხვა შემთხვევაში კი ცენტრის ადმინისტრაცია აწვდის კურსდამთავრებულთა მონაცემებს დასაქმების ცენტრებს. დაინტერესების შემთხვევაში ხდება მათი გამოძახება და დასაქმება.

ჩვენს ცენტში მიმდინარეობს ინგლისური, რუსული ენების , საოფისე და გრაფიკული პროგრამების, ბუღალტერიის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა, ასევე ხდება 
ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის მომზადება.

ცენტრში მოქმედებს შეღავათები დევნილთათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის და ოჯახიდან რამოდენიმის ჩარიცხვის შემთხვევაში. ფასდაკლების სისტემა მოქმედებს ასევე მსმენელზე, რომელიც ერთდროულად რამოდენიმე სალექციო კურს გადის. თანხას მსმენელი იხდის ეტაპობრივად, რადგან სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ტრეინინგი იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. 


ან დაგვიკავშირდით ტელეფონით: 
( 99532) 2-14-18-21

მობ: ( 99599) 70-18-80-ნინო