ელ. ფოსტა:
mmo.ge დაარსდა 2010 წელს. იგი განვითარებადი და მზარდი პროექტია, რომლის მიზანია განავითაროს საქართველოს ბაზარზე ონლაინ თამაშები და კომპიუტერული პროგრამირება, ვებ პროექტირება და დიზაინი, ვირტუალური სერვერები და ონლაინ თამაშების ჰოსტინგი. პროექტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პასუხისმგებლიანი და საკუთარი საქმის მოყვარული თანამშრომლებით, რომელთა მეშვეობით პროექტმა ნდობა მოიპოვა უამრავ კლიენტს შორის. mmo.ge თანამშრომლობს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებთან. დღეისათვის კომპანია აქტიურად ეწევა ავტორიზირებულ საქმიანობას საინფორმაციო-ტექნოლოგიების სფეროში. პერსონალის თავდადებული შრომა და პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს მუდმივად დავნერგოთ ახალი გადაწყვეტილებები. კომპანიის ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დაგვემკვიდრებინა სტაბილური და უსაფრთხო სახელი. ჩვენ ვიცავთ კლიენტების ინტერესებს, ვიჩენთ მაქსიმალურ ყურადღებას მათ მიმართ. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს საიმედო და მაღალი ხარისხის სერვისი.