კავკასსერტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზემდებარეობა: თბილისი, საქართველოკვალიფიკაცია:- აგრონომიის ბაკალავრის ხარისხი (სავალდებულო);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან ტრენინგი მენეჯმენტში;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან ტრენინგი ორგანულ სოფლის მეურნეობაში, ასევე არაორგანული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების ცოდნა;
- ISO/IEC 17065-ის ცოდნა;
- ევროკომისიის რეგულაციის (EU) 2018/848-ის ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა. დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ხარისხის მენეჯერის მოვალეობები:- შიდა აუდიტის გეგმის შედგენა;
- შიდა აუდიტის ჩატარება;
- შიდა აუდიტის ანგარიშის მომზადება, შეუსაბამობებისა და კორექტიული ქმედებების მითითება და ანგარიშის წარდგენა კავკასსერტის მენეჯმენტისთვის;
- ხარისხის სისტემის შესახებ ტრენინგების ჩატარება კავკასსერტის თანამშრომლებისთვის;
- მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მონიტორინგი;
- საჩივრების, აპელაციებისა და დავების განხილვის პირველი ეტაპის განხორციელება კავკასსერტში, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე დაკვირვება და შედეგების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- ყოველ წლის დასაწყისში (და საჭიროების შემთხვევაში), ფორმა 5.4-ის გადაცემა კავკასსერტის თანამშრომლებისთვის, რომელიც მოიცავს კომენტარებსა და წინადადებებს ხარისხის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. მიღებული კომენტარების შეჯამება შიდა აუდიტამდე 10 დღით ადრე და შედეგების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- კომუნიკაცია აკრედიტაციის ორგანოსთან;
- EU აკრედიტაციის შენაჩუნება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: t.akhobadze@caucascert.ge