ხარისხის მენეჯერი
თარიღები: 28 აპრ - 27 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: t.akhobadze@caucascert.ge
კავკასსერტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

კვალიფიკაცია:
  • აგრონომიის ბაკალავრის ხარისხი (სავალდებულო);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან ტრენინგი მენეჯმენტში;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან ტრენინგი ორგანულ სოფლის მეურნეობაში, ასევე არაორგანული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების ცოდნა;
  • ISO/IEC 17065-ის ცოდნა;
  • ევროკომისიის რეგულაციის (EU) 2018/848-ის ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა. დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ხარისხის მენეჯერის მოვალეობები:
  • შიდა აუდიტის გეგმის შედგენა;
  • შიდა აუდიტის ჩატარება;
  • შიდა აუდიტის ანგარიშის მომზადება, შეუსაბამობებისა და კორექტიული ქმედებების მითითება და ანგარიშის წარდგენა კავკასსერტის მენეჯმენტისთვის;
  • ხარისხის სისტემის შესახებ ტრენინგების ჩატარება კავკასსერტის თანამშრომლებისთვის;
  • მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მონიტორინგი;
  • საჩივრების, აპელაციებისა და დავების განხილვის პირველი ეტაპის განხორციელება კავკასსერტში, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე დაკვირვება და შედეგების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
  • ყოველ წლის დასაწყისში (და საჭიროების შემთხვევაში), ფორმა 5.4-ის გადაცემა კავკასსერტის თანამშრომლებისთვის, რომელიც მოიცავს კომენტარებსა და წინადადებებს ხარისხის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. მიღებული კომენტარების შეჯამება შიდა აუდიტამდე 10 დღით ადრე და შედეგების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
  • კომუნიკაცია აკრედიტაციის ორგანოსთან;
  • EU აკრედიტაციის შენაჩუნება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: t.akhobadze@caucascert.ge