Alpha DC აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
ფინანსური დოკუმენტაციის მართვა: ინვოისების, ანგარიშგებების და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება და გადამოწმება.
ანგარიშგებების მომზადება: ფინანსური მენეჯერისთვის აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და განახლება.
კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია: ფინანსური საკითხების განხილვა და მათი დროული მოგვარება.
პროექტების ბიუჯეტირების მხარდაჭერა: კომპანიის სხვადასხვა პროექტისთვის ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი.
შიდა პროცესების ოპტიმიზაცია: ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
მოთხოვნები:
მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ან ბუღალტრულ სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება).
ბუღალტრული და ფინანსური პროგრამების ცოდნა (მაგ., Excel, 1C,)
ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
ანაზღაურება: 700-750$
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
თანამედროვე ოფისი და სამუშაო პირობები
ჯანმრთელობის დაზღვევა
ფიტპასი
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე Salome.dvalishvili@alphadc.ge-ზე. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.