დამხმარე მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი სუშიკო
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე
რესტორანი სუშიკო, მდებარე კორნელი კეკელიძის 14 (ვერაზე) , აცხადებს დამხმარე მზარეულის ვაკანსიას .

გვიხილეთ FB ზე https://www.facebook.com/sushicotbilisi

ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ , მოტივირებულ გუნდის წევრებს

იჩქარეთ! გვაქვს 2 ვაკანსია! დამხმარე ვოკის მზარეულის პოზიციაზე, დასაქმებულს ვთავაზობთ: ვოკის მზარეულის პროფესიის დაუფლებას, ჩვენ გასწავლით ვოკის გაკეთებას და გექნებათ საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
  • ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
  • დაწინაურების პერსპექტივას,
  • პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს,
  • დაზღვევას-დაზიანებებისა და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
  • კვებას.

აუცილებელია მცირე გამოცდილება სამზარეულოში მუშაობის.

გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება 1 სამუშაო დღე - 9 საათიანი ცვლა -50 ლარი (net). 
გრაფიკი გვაქვს ორნაირი 2/2 ზე და სურვილის შემთხვევაში 6/1 ზე დღის ცვლები 10.00 საათიდან 19.00 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ვოკის მომზადებაში მზარეულის დახმარება და ნახევარფაბრიკატების მომზადება
  • მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
  • სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მცირე გამოციდლება სავალდებულოა
  • ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
  • სისუფთავის კონტროლი;
  • შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
  • ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე, sushikorecruting@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება დამხმარე მზარეული

გისურვებთ წარმატებებს!