ფილიალის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მეგატექნიკა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
მეგატექნიკა უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.

მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 / 11:00-20:00
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: www.megatechnica.ge

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალის ადამიანური რესურსის მართვა, დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების გაცემა;
  • ფილიალის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • ფილიალის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ოპტიმალური მართვა;
  • ფილიალში პროდუქციის მარაგების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და შეკვეთების გაფორმება;
  • ფილიალის სალარო ოპერაციების მართვა;
  • ფილიალის ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხების, წესრიგის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის უსაფრთხოების (დაზიანება, დაკარგვა) უზრუნველყოფა, მასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტური მართვა;
  • პროდუქციის გაცვლა-დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა;
  • ინვენტარიზაციის (გეგმიური, მოთხოვნა/საჭიროების შესაბამისად) პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საცალო ქსელში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით);
  • აუცილებელია, Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);

პიროვნული თვისებები:
  • გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
  • დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - „ფილიალის მენეჯერი“.

მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს