REA Investment წარმოადგენს უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგულ კომპანიას, რომელიც ბათუმის ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.
ცხადდება ვაკანსია
მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზედამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/reainvestmentმოვალეობები- კომპანიის B2B მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
- მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა; გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- სოციალური მედიის სტრატეგიისა და გეგმის დამოუკიდებლად განსაზღვა/შესრულება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
- მომხმარებლების მონაცემებისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგების მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ტენდენციების, შესაძლებლობებისა და ოპტიმიზაციის გზების იდენტიფიცირება;
- განხორციელებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება, სტრატეგიების შესაბამისად კორექტირების მიზნით KPI ინდიკატორების განსაზღვრა;
- კონტენტის და ვლოგის მომზადება, ქოფის შექმნა და განთავსება;
- ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება ან/და რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
- სოციალური მედია არხების მართვა; კონტენტ კალენდრის შექმნა;
- შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესახებ რეპორტების მომზადება;
- სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება ;
- მარკეტინგული ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა;
- წერის განსაკუთრებული უნარები;
- მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას, უძრავი ქონების მარკეტინგის მიმართულებით ;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ხელფასი ფიქსირებულიგთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:
hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი“.
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს “გაყიდვების ჯგუფი”-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს „ გაყიდვების ჯგუფი " -ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს „ გაყიდვების ჯგუფი “ .
ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს „ გაყიდვების ჯგუფი “-ს მიერ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს „ გაყიდვების ჯგუფი “-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
შპს „ გაყიდვების ჯგუფი “ არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
კომპანიის ოფიციალურ მეილზე მიმართვის შემთხვევაში მაქვს შემდეგი უფლებები : მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს „ კომპანიის ოფიციალურ მეილზე “-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.