Scrum მასტერი

თბილისი სრული განაკვეთი Nugios Systems
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
საერთაშორისო Software კომპანია Nugios Systems აცხადებს ვაკანსიას სკრამ მასტერის (Scrum Master), პოზიციაზე.

ძირითადი სამუშაო:
  • Scrum ღონისძიებების ორგანიზება და მართვა: Sprint Planning, Daily Standup, Review, Retrospective.
  • გუნდისთვის ბარიერების მოცილება.
  • Agile პრაქტიკების და ლიდერობის პრინციპების მენტორინგი.
  • Product Owner-ის მხარდაჭერა backlog-ის მართვასა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაში.
  • გუნდის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის წახალისება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Scrum და Agile მეთოდოლოგიების ღრმა ცოდნა.
  • Facilitation-ის და მენტორინგის უნარები.
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის და ადამიანებთან მუშაობის უნარი.
  • გუნდზე ორიენტირებული ლიდერობა.
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტრენინგები ან სერთიფიკატი პოზიციის შესაბამისად.

პირობები:
სამუშაო საათები: ორშ-პარ 9:00 - 18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ns@nugios.com . ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://nugios.com/
გისურვებთ წარმატებას!

შეტყობინება: "ნუგიოს სისტემსი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ნუგიოს სისტემსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
"ნუგიოს სისტემს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;
"ნუგიოს სისტემს" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ნუგიოს სისტემში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ნუგიოს სისტემში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nugios.com/