ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი Digital Bus Academy
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
Digital Bus Academy აცხადებს ვაკანსიას ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

ჩვენ შესახებ:
Digital Bus არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ხელმისაწვდომად 
შეიძინონ მნიშვნელოვანი უნარები ინკლუზიურ და მეგობრულ გარემოში, ასაკის, პროფესიისა თუ ინტერესების მიუხედავად. 
ჩვენი მისიაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მომავალი პროფესიონალების მომზადება, 
რომლებიც მოტივაციითა და ცოდნით შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (დამატებით უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: 
  • ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კალენდრის მართვა;
  • სხვადასხვა სახის მასალების მოძიება, გაანალიზება და რეზიუმირება;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება;
  • სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
  • აკადემიის მენეჯერის მითითებით, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში. 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ფიქსირებული. ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეული კადრის კომპეტენციაზე, სამუშაო გრაფიკზე, 
გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. განსაკუთრებით კომპეტენტური და გამოცდილი ასისტენტებისთვის გათვალისწინებულია ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი მეილზე: info@digitalbus.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ”ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი”.