„Caucasus Credit“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის გამოცდილების მიხედვით
მოვალეობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის გამოცდილების მიხედვით
მოვალეობები:
- ორგანიზაციაში იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- იურიდიული კონსულტაციების გაწევა პრობლემურ სესხებთან მიმართებაში;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა და საჭირო საბუთების მიწოდება;
- საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიის თანამშრომლების ინფორმირება და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
- საჭიროებისამებრ, საქმიანობაში შესაბამის ცვლილებების შეტანა;
- კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
- კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და ნებისმიერ მესამე პირ(ებ)თან;
- სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო/საარბიტრაჟო წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
- სარჩელებისა და შესაგებლების მომზადება;
- ხელშეკრულებების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა ტიპის გარიგებების დოკუმენტაციის მომზადება და მათი ვიზირება;
- ორგანიზაციის დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულების შესაბამისად, საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა;
- იურიდიულ საკუთხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.
- ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია და საჭირო მოქმედებების შესრულება მათი შეკითხვების/მითითებების შესაბამისად.
- ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა, ცვლილებების შესახებ დირექტორატის ინფორმირება და შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
- სააღსრულებო საქმის წარმოებების კონტროლი, განცხადებების, საჩივრების, პრეტენზიების დაწერა, სააღსრულებო საქმის წარმოების მოვალეებთან უშუალო კომუნიკაცია
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით);
- სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სრულყოფილი ცოდნა;
- საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილება;
- სტრესულ გარემოში მუშაობა;
- ორგანიზაციის მიზნებზე ორიენტაცია.
გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე:caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.