მებაღე

თბილისი სრული განაკვეთი Tbilisi Hills Golf & Residence
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ლანდშაფტი (გამწვანება)
კომპანია „თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.  
 
კომპანიის შესახებ 
„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.  
„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის“ კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd’ Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში. 
კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: მიწის სამუშაოებს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციას, მცენარეების იმპორტს, დარგვას, ბალახის დათესვასა ან/და დაგებას და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.  
   
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები: 
  • ყოველდღიურად სამებაღეო საქმიანობის განხორციელება; 
  • გაზონის თიბვა; 
  • მცენარეების ფორმირება და შეწამლვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • აუცილებელია მებაღედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება; 
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი. 

ჩვენ გთავაზობთ  
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას; 
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; 
  • მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს; 
  • მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს;   
  • გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას. 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.05.2025   
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com 
გთხოვთ, „subject“-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მებაღე“. 
შემდგომ ეტაპზე  დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 
 
გისურვებთ წარმატებას!