კომპანია „თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ აცხადებს ვაკანსიას „მთავარი აგრონომის ასისტენტი“-ს პოზიციაზე.კომპანიის შესახებ„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის“ კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd’ Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: მიწის სამუშაოებს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციას, მცენარეების იმპორტს, დარგვას, ბალახის დათესვასა ან/და დაგებას და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:- ლანდშაფტის პროექტებში ჩართულობა;
- ბალახის დათესვისა და დაგების სამუშაოებში ჩართულობა;
- მიწის მოსწორებით სამუშაოებში ჩართულობა;
- მებაღეთა მონიტორინგში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:- აუცილებელია აგრონომად ან აგრონომის ასისტენტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება;
- დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ- კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს;
- მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს;
- გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.05.2025.დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:HR@tbilisihills.comგთხოვთ, „subject“-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მთავარი აგრონომის ასისტენტი“.შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.გისურვებთ წარმატებას!