ბიტექსჩეინჯი ცხადდება ვაკანსია დიასახლისის პოზიციაზე, ოფისში
ძებნი სტაბილურ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს? შემოგვიერთდი!
ვეძებთ პასუხისმგებელ და პუნქტუალურ დიასახლისს, რომელიც იზრუნებს ოფისის ჰიგიენასა და სასიამოვნო გარემოს შენარჩუნებაზე.
ძირითადი ინფორმაცია:
- ანაზღაურება: 700 ლარი თვეში
- სამუშაო სივრცე: ოფისი მდებარეობს კერძო სახლში
- სამუშაო განაკვეთი: მინიმუმ 20 საათი კვირაში (შეთანხმებით, მოქნილი გრაფიკი)
მოვალეობები:
- ოფისის შიდა და გარე პერიმეტრის ყოველდღიური დასუფთავება
- სანიტარული ზონების მოწესრიგება და დეზინფექცია
- სამზარეულოს, საერთო სივრცეების და სამუშაო მაგიდების სისუფთავის დაცვა
- ჭურჭლის რეცხვა (საჭიროების შემთხვევაში)
- საჭირო საწმენდი და ჰიგიენური მასალების მარაგის კონტროლი
- სასურველია ელემენტარული ტექნიკის (მტვერსასრუტი, მიკროტალღური ღუმელი და სხვ.) სუფთად შენარჩუნების გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს
- სტაბილურ ანაზღაურებას
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო