პრომოუტერ-კონსულტანტი/Honor
2xP PRIORITY HRRA
თარიღები: 25 აპრ - 02 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს ტექნიკის მაღაზიებში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, 5 დღე კვირაში 7 სამუშაო საათი + შესვენების დრო 1 საათი, მეექვსე დღე 5 სამუშაო საათი + შესვენების დრო ნახევარი საათი.
  • კონკურენტული ანაზღაურება, 1500-2000 ლარამდე. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ანაზღაურებადი ავადმყოფობის გამო შვებულება
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამშრომლობა შრომის კოდექსის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია.
  • ბრენდის მიმართ ლოიალობის გაზრდის უზრუნველყოფა.
  • სტანდარტების დაცვით მერჩედაიზინგის და პროდუქტის განლაგების წესების დაცვა.
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება.
 
მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ელექტრონიკის გაყიდვების სფეროში.
  • ქართული ენა - მშობლიური (სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა).
 
პიროვნული თვისებები:
  • გამართული კომუნიკაციისა უნარი
  • პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ
  • ორგანიზებული
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • გუნდთან მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!